01:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 23:54:22, 1240 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს

"ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყონება სცადეს პროვოკატორმა ნაციონალებმა და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს" - ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

სუბარმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს და არანაირ სხვა საშუალებას არ იყენებს.

„ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა ნაციონალებმა და ყველა, ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს. არანაირი არეულობა არ მოხდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს და ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს პოლიცია იყენებს რაღაც სხვა საშუალებებს. არავინ გადადგება", - აცხადებს სუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics