22:53 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 15:23:53, 1060 ნახვა

კომენტარი
მელია: კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს, თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება

"კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლება აღარ აქვს. 

 „ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი. ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ. კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე, ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი,“ - აცხადებს მელია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics