23:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 12:00:25, 928 ნახვა

საზოგადოება
„ველოდებით „თბილისი პრაიდის“ სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ - ევროპელი დეპუტატების მიმართვა

ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, საქართველოში "თბილისი პრაიდის" ჩატარების საკითხს ეხმაურებიან.

ევროდეპუტატებმა შესაბამისი წერილით ევროკომისრებს ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას მიმართეს. როგორც მათ მიმართვაშია აღნიშნული, 

“ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების თავდასხმების საფრთხის ფონზე, საქართველოში პირველი პრაიდის ჩატარება იგეგმება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ზომების მიღებაზე, რომ პრაიდი მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს. ცხადია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მსვლელობის უსაფრთხოების დაცვა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრაციები უსაფრთხო გარემოში. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადასცეთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ველოდებით, მათგან ადამიანის უფლებების სრულფასოვნად დაცვას და მარშის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - წერია ევროპელი დეპუტატების წერილში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics