17:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 00:01:54, 2471 ნახვა

სამართალი
თბილისის ქუჩებში ფაშისტური და ძალადობრივი ჯგუფები თავისუფლად პატრულირებენ - ვიდეო

თბილისის ქუჩებში ფაშისტური და ძალადობრივი ჯგუფები პატრულირებენ, ისინი მსვლელობას მარჯანიშვილის მოედანზე აწყობენ - ამის ამსახველი ვიდეო "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გაავრცელა.

"თბილისი დღეს! ამოფრქვეული სიავე მსხვერპლის ძიებაში, რომელიც ყოველი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ამათი სახინკლიდან გამოსვლის შემდეგ. ასე იწყებოდა და იწყება ფაშიზმი. ამათ დაუთმო ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და მომავალი. ეს ამ რეჟიმის ერთ ერთი სახეა. ბრაზის ადრესატი და მთავარი სამიზნე სწორედ ის უნდა იყოს, თუ გვინდა დავიბრუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, განვითარება" - დაწერა გიგი უგულავამ
ცოტა ხნის წინ , „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველებმა საქართველის პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ, რომელმაც დღეს “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია გამართა, მარჯანიშვილის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქეს კერძო ბინაში ფანჯრიდან ცისარტყელისფერებიანი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან LGBT მოძრაობის სიმბოლო ეგონა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” არვცელებს.

როგორც ტელეარხს დაჯგუფების წევრებმა უთხრეს, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ნამდვილად დროშა იყო თუ ფარდა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics