|
2015-07-02 14:39:03, 2222 ნახვა
კომენტარი
თურქმენეთის პრეზიდენტი: ჩვენ და საქართველოს საერთო ტრადიციები გვაქვს
თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, საქართველოსა და თურქმენეთს საერთო ტრადიციები აქვს, რაც თაობებს უნდა გადაეცეს. „თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, თურქმენეთსა და საქართველოს ძლიერი კავშირები აქვთ. ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი, საერთო ტრადიციები აქვს – ოჯახის, მოხუცის პატივისცემა“, – აღნიშნა ბერდიმუჰამედოვმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ თურქმენეთში საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდება, საქართველოში კი, თურქმენეთის კულტურის დღეები. „ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის ურთიერთგაცვლაზე. იმაზე, რომ საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეები ჩატარდეს, თურქმენეთში კი, საქართველოს კულტურის დღეები. ჩვენ, ჩვენს შემდეგ თაობებს ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადავცეთ, რომ ისარგებლონ ამ ტრადიციებით და მას არ უღალატონ“, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)