|
2019-06-19 13:13:18, 814 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა" გახდა. გამარჯვებული კომპანიის დასახელება და დაჯილოდოების ცერემონია 18 ივნისს ბრიუსელში გაიმართა. ევროკავშირისა და ევროპის ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „კავკასიის ენერგოეფექტური პროგრამა" მონაწილეობით, ღვინის კომპანია „შილდამ" ღვინის წარმოების "ეკომეგობრული" პროცესების დანერგვა 2016 წელს დაიწყო. ამით ის რეგიონში პირველი ენერგოეფექტური ღვინის საწარმო გახდა. დღეისათვის საწარმო 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ყოველწლიურად ელექტროენერგიის გადასახადებზე 60 ათასზე მეტ ევროს ზოგავს . მდგრადი ენერგეტიკის დაჯილდოების პროექტში 6 ქვეყნის 50-ზე მეტი საწარმო მონაწილეობდა. შერჩევისას ჟიურიმ დაასახელა 6 ფინალისტი, რომელთა შორის მოხვდა „შილდა". ფინალისტებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა კი ონლაინ ხმის მიცემის რეჟიმში 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდო" აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის „მდგრადი ენერგიის კვირეულის" ნაწილია და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვეთი და უკრაინა) პირველად ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)