|
2019-06-18 17:27:44, 1308 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა. „დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა. „მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხიმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)