12:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:36:23, 1174 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - გავრილოვი ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენს

რუსეთის წარმომადგენლები ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თაალკვაძე ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვის თბილსიში ვიზიტს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა,  საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც თბილისში 19-დან 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება, დაესწრებიან ევროპის ისეთი სახელმწიფოს დელეგაციები, რომლებიც საქართველოს განვითარებას და საგარეო კურსს უჭერენ მხარს.

„რუსეთის დუმის წარმომადგენლის შესაძლო მონაწილეობაზე, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენგან ამ კონფერენციაზე და სხვა ნებისმიერ ფორმატშიც მოისმენენ იმავეს, რასაც ისინი ჩვენგან ყოველთვის ისმენენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არანაირი კომპრომისი არ იქნება, საქართველო აგრძელებს განვითარებას და წარმატებულ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მტკიცე პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ოკუპაცია არის უკანონო. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება თბილისში, ბრიუსელში, თუ ვაშინგტონში, ამ საკითხზე ჩვენგან პოზიციები იქნება ყველგან ერთი და იგივე. შესაბამისად, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს აქ, ახალს ამ მიმართულებით ჩვენგან ვერ გაიგებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics