12:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:15:08, 939 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: ხელისუფლება გავრილოვს ეთანხმება, რომ ოკუპირებული ტერიროტიების დამოუკიდებლობა შემდგარი ფაქტია

„ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს  გავრილოვს, როგორც ჩანს ეთანხმება,  რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი  ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვის თბილსიში ვიზიტს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ღიად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხზე მოსაზრება.

„გავრილოვი წარმოადგენს იმ ხაზს რუსულ პოლიტკაში, რომელიც აცხადებს, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არის შემდგარი ფაქტი და ამას უნდა შეეგუოს, როგორც საქართველო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. როდესაც ეს ადამიანი, თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორმზე არის მთავარი გამომსვლელი, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს ბატონ გავრილოვს, როგორც ჩანს ეთანხმება გავრილოვის შეხედულებას, რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და როგორც ჩანს, იზიარებს შეხედულებას, რომ ამას უნდა შეეგუოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ჩვენი საზოგადოებაც. ჯობს ეს ღიად განაცხადონ და რიად დააფიქსირონ ჩვენს მოქალაქეებთან საკუთარი პოზიცია, რადგან ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავად განსაჯოს, სურს თუ არა ხელისუფლება რომელიც იზიარებს რუსეთის, პუტინისა და გავრილოვის შეხედულებებს ამ საკითხზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics