|
2019-06-18 14:57:21, 1324 ნახვა
საზოგადოება
ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატი: კომბალი უნდა გამოიყენონ, ქამარს არ ვეთანხმები
კომბალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე გაბედავს და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კაცების აქციის“ ორგანიზატორების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ლევან ვასაძე ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და მისი განცხადებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში შესაძლებელია შეიზღუდოს აქციები, რომელიც ქართული საზოგადოების ღირსებას ეწინააღდეგება. „ლევან ვასაძის განცხადებები საერთოდ არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული დანაშაულის ნიშნებს. მისი განცხადება მუქარას არ შეიცავს. ის არის ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და მას ის განცხადება უნდა გაეკეთებინა, ქართული საზოგადოების უმრავლესობა, მისი ჯანსაღი ნაწილი სრულიად უჭერს მხარს. ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში. კომალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე გაბედავს და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, მის მიმართ ძალადობას, მიმაჩნია რომ არა მხოლიდ კომბალი უნდა გამოიყენოს, არამედ ნებისმიერი საშუალება. ქამრებს არ ვეთანხმებით, სიმბოლურად იყო გაჟღერებული. ასევე ბატონმა ლევანმა განაცხადა, რომ არავითარი პატრულირება არ მოხდება, ვინაიდან შსს-დან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლგბტ პრაიდი არავითარი აღლუმის ჩატარებას არ გეგმავენ. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)