|
2019-06-18 13:13:30, 2083 ნახვა
მსოფლიო
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს, - ამის შესახებ Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პლატინი დღეს, საქფრანგეთის დედაქალა პარიზში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკავება 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება. მედიის ცნობით, ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მიიღო, თუმცა ამის შემდეგ მედია საშუალებებში კორუფციულ გარიგებაზე საუბარი დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცნობისთვის, მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2015 წლამდე იკავებდა. 2015 წელს ის და ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშორეს, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ვადა 4 წლამდე შემცირდა. პლატინის საფეხბურთო საქმინობის გაგრძელების უფლება მიმდინარე წლის მარტში აღუდგინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)