|
2019-06-18 11:50:22, 1192 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის მოკავშირე და პარტნიორია
აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ, 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა, (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს. ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას. 2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის ტექსტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშროლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას. ასევე ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის" პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ალიანსისთვის. აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას, ისევე როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)