17:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 11:01:10, 1586 ნახვა

სამართალი
ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარის მითვისების ბრალდებით, მთავარი ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულის მიერ ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics