12:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 10:54:42, 978 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „თბილისი პრაიდის“ წინ ლგბტ თემის მიმართ მუქარებით შეშფოთებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „თბილისი პრაიდის“ წინ ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით შეშფოთებულია.

ამის შესახებ დეპარტამენტის წარმომადგენელმა 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

ამასთან, აშშ-ის საგარეო უწყება მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მოქალაქე დაიცვას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics