20:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 18:46:50, 970 ნახვა

საზოგადოება
ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდა. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. 

ამ ეტაპზე, მოსულიშვილის ქუჩაზე გამწვანების ზონის მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება, შემოდგომაზე კი ნარგავები დაირგვება.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და გულია გოცირიძესთან  ერთად დაათვალიერა.

„გლდანის რაიონში არაერთ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწყობა განვახორციელეთ, მათ შორის, მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის ამორტიზებული საფარი შეიცვალა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. რაიონის მასშტაბით, სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ და არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „ენკამ“ განახორციელა. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics