03:01 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 16:35:21, 1112 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი საკადრო ცვლილებებზე - ასეთი ჭორები არასტაბილურობის განცდის შექმნას ემსახურება

„ასეთი ჭორები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებას არასტაბილურობის განცდა შეუქმნას“, - ასე გამოეხმაურა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის გადადგომისა და მთავრობის მეთაურის პოსტის მის მიერ დაკავების შესახებ.

მაია ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გადადგომის შესახებ არსებული ინფორმაციაც უარყო და დაადასტურა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

"ასეთი მუდმივი ჭორები, ასეთი მუდმივი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ნებისმიერ კონტექსტში, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა და ეს არ ეყრდნობა არანაირ ინფორმაციას, ეს არის მხოლოდ ჭორი. ზოგჯერ, პოლიტიკურად შესაძლო მოტივირებული, ზოგჯერ სხვა მიზეზების გამო. ამ ეტაპზე, ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარ ცვლილებებზე საუბარი არ არის და ასეთი თემის აწევა არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics