|
2019-06-17 14:54:15, 1242 ნახვა
კომენტარი
პრემიერი „თბილისი პრაიდზე“ - საკითხი პრობლემური არაა, ხდება მისი გაზვიადება და ქართულ საზოგადოებაზე მოხვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ლგბტ თემთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული და კონსტიტუციით გარანტირებულია. ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე. "მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოჩნდა რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მინდა, გადავუხადო პოლიციელებს მადლობა, ვინაიდან შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება - ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართელოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და პრობლემა რაც არის, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები რაც არის, ეს არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული", - განაცხადა ბახტაძემ.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)