10:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 14:33:13, 1073 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სერგეენკოს სავარაუდო გადადგომაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ - დათო გუნდის ერთგული წევრია

 „დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგაწმუნოთ, რომ მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სავარაუდო გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა.

„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, გუნდში განახლება და ახალი სისხლი იღება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრიორიტეტია განახლება. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგაწმუნოთ, რომ მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ გაიგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics