|
2019-06-17 10:49:25, 801 ნახვა
საზოგადოება
ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიხსნა
დედაქალაქის მერიამ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა. მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ბატუტზე თამაშის, საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების და სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კონტაქტური ზოოპარკი. სტუმრების განწყობაზე დიჯეი და სხვადახვა მუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ, საღამო კი ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დასრულდა. ნებისმიერ მსურველს სპორტულ აქტივობაში ჩართვისა და პროფესიონალებისგან ინსტრუქტაჟის მიღების საშუალება ჰქონდა. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლურად, მედლები და თასები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო პარა სპორტის ფედერაცია და პარა ფარიკაობის ჩემპიონატიც გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერების კუთხეები იყო წარმოდგენილი. პროექტი წელს დედაქალაქის მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)