10:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 11:52:22, 1166 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე 14 ივნისის მოვლენებზე : ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 14 ივნისს,  მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ერთადერთი როლი, რომლის შესრულებაც სახელმწიფოს შეუძლია - შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვაა.  პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრს და პოლიციის თანამშრომლებს ვითარების განმუხტვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან და სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში. ასე იმოქმედა სახელმწიფომ.
ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ, მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ, ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში.
აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და აგრესიის პრევენცია და დაპირისპირების, მძაფრი დაპირისპირების პრევენცია და ზუსტად ეს მოხდა გუშინ და ამისათვის კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინსიტროს და პოლიციას ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს არის სახელმწიფოს როლი რეალურად ასეთ ვითარებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.

​ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics