19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 10:07:30, 1041 ნახვა

საზოგადოება
ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, სტიპენდიები დაუნიშნა

თითოეული ოჯახისა და  სახელმწიფოს კეთილდღეობა   მნიშვნელოვანწილად განათლებაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ ტყიბულისა და თერჯოლის მაჯორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.  

დეპუტატმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

,,არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც დღეს  სახელმწიფო აკეთებს, მხედველობაში მაქვს განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის დახმარებით კანონად იქცევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, ასევე ყველა  მასწავლებელს , რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა  გადასცეს. ყველა მოსწავლეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს  ბოლო ზარია და თითოეულ მათგანს  წარმატებას ვუსურვებ",- განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics