19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 16:50:21, 1280 ნახვა

საზოგადოება
„ბახტაძემ, გახარიამ და კობახიძემ პოზიცია დააფიქსირონ!“ - პრაიდი საპატრიარქოს საპასუხოდ აქციას გამართავს

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

ისინი საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას გააპროტესტებენ და როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ პოზიცია დააფიქსირონ.

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება !!!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის გამართვა არ დაუშვან. ამასთან, საპატრიარქომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მიმართა, „მსგავსი ღონისძიებები არ წაახალისონ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics