04:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 15:54:03, 1863 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

„რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მას თავის ჯარების გაყვანა, დეოკუპაცია მოუწევს“, - ასე  გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

დეპუტატის თქმით, თავად რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს, რომ საქართველოს სახით სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს.

„ახალი მას არაფერი არ უთქვამს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, დიახ, რუსეთს მოუწევს თავის ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით და დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური, უსაფრთხო, რაც ცივილიზებულ სამყაროში, ვისაც უნდა და ნორმალურად გამგები არის, ეს რუსეთისთვის შედის მისივე ინტერესში, რომ სტაბილური, უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics