08:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 12:44:01, 567 ნახვა

რეგიონი
ხვალ ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ზაფხულის ფესტივალამდე ერთი დღე რჩება. ბათუმში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ  ფაზაშია. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ,  ზღვის სანაპიროზე ტარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. ტარდება სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში სასტუმროებს შორის, სადაც Summer fest –ის თასი გათამაშდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარია უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც აქტიურად უკრავს ბერლინის, ლონდონისა და საფრანგეთის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე.

14:00-17:00 Stig  (DJ)

 14:00-17:00 ფრანების შოუ

14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები

17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)

20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“

20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი

21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers

22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)

22:00 – 22:30 ფარნების შოუ

22:40 – 23:00  ღამის ფოეირვერკი

00:00 – 03:00  Mzhavia (Kodala) DJ

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics