|
2019-06-14 10:02:04, 1500 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ აშშ-ის EXIM Bank - ში შეხვედრა გამართა
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის EXIM Bank - ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სწრაფმზარდ სეგმენტებზე, როგორიცაა უძრავი ქონება, სასტუმრო, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, წარმოება და სხვ. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-ის „ექსიმ ბანკის" მონაწილეობაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო პრიორიტეტად მიიჩნევს ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას და მხარს უჭერს ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე მიესალმება მსგავს პროექტებში ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციის მონაწილეობას, როგორიცაა აშშ-ის EXIM Bank . კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის განვითარება იყო. აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობით, შეუძლია უფრო აქტიური ფუნქციის შესრულება და მეტი სარგებლის მიღება, თუ მოემსახურება გაზრდილ ტვირთნაკადს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ქართულმა მხარემ აშშ-ის EXIM Bank - ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით. ამერიკულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)