|
2019-06-13 18:50:38, 1552 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს ასევე დაესწრნენ საჯარო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმის, ტელეკომუნიკაციის სფეროში რეფორმის თაობაზე და პრეზენტაცია ხორბლისა და ფქვილის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები". ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის მიზნით შექმნილი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მისი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება მოახდინოს და ინფორმაცია მიზნობრივ აუდიტორიას დროულად და შუალედური რგოლის გარეშე მიაწოდოს. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში სახელმწიფო უწყებებსაც აქვს შესაძლებლობა, გააცნონ კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბიზნესი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო" 2016 წლიდან ფუნქციონირებს და კვარტალში ერთხელ რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რომლის დროსაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" შესაბამისად. რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)