08:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 20:16:23, 484 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის გადაწყვეტილებით, ელგუჯა ჩხაიძე პარტიიდან გაირიცხა

"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის გადაწყვეტილებით, ელგუჯა ჩხაიძე პარტიიდან გაირიცხა.

მიზეზი ელგუჯა ჩხაიძის მიერ დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნის ფაქტი გახდა. 

"პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ემიჯნება დღეს ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქციის შექმნის ფაქტს. ელგუჯა ჩხაიძემ გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად, პარტიის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე. ,,თავისუფალი დემოკრატების გამგეობამ იმსჯელა საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება - ელგუჯა ჩხაიძე გარიცხულია პარტიიდან. პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ აქვს განვითარების საკუთარი და მკაფიო ხაზი. გაერთიანება, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენთვის მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ არაერთხელ დეკლარირებულ ჩვენს პოზიციას - ,,თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავს გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. პარტიის მხრიდან ძალიან მკაფიო და მყისიერი რეაგირება აღნიშნულ თვითნებობაზე იქნება ზუსტადაც სწორი მესიჯი არა მარტო ჩვენი პარტიის შიგნით, არამედ ყველა იმ პარტიასთვის, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ვინმესთან შევლენ კოალიციაში’’, – განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული სამსახურის უფროსმა თამარ კეკენაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics