|
2019-06-13 13:53:22, 955 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: სპორტის სასახლის უკანა მხარე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი
სპორტის სასახლის უკანა მხარე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი და როგორ არ უნდა მისცე ამ მშენებლობებს განთავსების შესაძლებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე რისკის შემცვლელ ტერიტორიებზე მშენებლობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც თბილისის მერიას გააჩნია, არის რომ უნდა გამოასახლო ადამიანები და დაანგრიო მსგავსი შენობები. „დაზღვეული არავინ არის, როდესაც სტიქია ხდება და ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია სტიქიის დროს. რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული განგაშის სისტემასთან დაკავშირებით, ეს გაკეთებულია. გაკეთებულია შესაბამისი ცხაურები - ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა არის შენობა - ნაგებობები, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში იყოს, რომელიც პრობლემურია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას. ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები, დაანგრიო ის შენობა-ნაგებობები - ესაა ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა ქალაქში და არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, პრობლემურია უბანული თვალსაზრისით. მიუღებელია ამ შენობებისთვის ნებართვის მიცემა, მიუღებელია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და „მოდით, რომელიც არ მოგვწონს ყველა დავანგრიოთ“ მიდგომა არასწორია, არ ვიცი, გვაქვს კი ამის რესურსი?! მაგალითისთვის მოვიყვან, სპორტის სასახლის უკანა მხარეს. ვიღაცეები კი ამაყობენ ამ ურბანული განვითარებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახე იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი და როგორ არ უნდა მისცე ამ მშენებლობებს განთავსების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)