17:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 13:00:50, 1131 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - ისრაელში საქართველოს მოქალაქეები სადეპორტაციოდ ყალბი დოკუმენტების და ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო გადაიყვანეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში იმყოფება და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა საქართველოში დეპორტაცია იგეგმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის გუშინ დაკავებული პირები არიან. 

უწყების ცნობით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სთვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა ბილეთები უკვე შეიძინა, დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა კი ეტაპობრივად მოხდება.

„გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics