01:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 17:19:47, 1680 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნებს მიღმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში,  სადაც აღარ არსებობს სასამართლო, ხელისუფლება მოღვაწეობას რევოლუციით ამთავრებს.

„იქ სადაც აღარ არსებობს სასამართლო, სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოს მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე, შსს-ს - გახარია და ა.შ. ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნებს მიღმა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ  დღეს „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. მას ბრალად სასამართლოს უპატივცემლობა ედება. კუპრავას ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნულისთვის კუპრავას გირაო შეეფარდა.  გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საბოლოოდ კი, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics