09:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 16:06:14, 635 ნახვა

საზოგადოება
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში ჩასატარებელ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილეთა პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ ,,ვარკეთილიდან“ მე–3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით.

ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ ,,დელისიდან“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ  №14, 21, 24, 51, 140, 150  მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics