09:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 16:32:53, 2967 ნახვა

მსოფლიო
დაკავებული ჟურნალისტი ივან გალუნოვი შეუძლოდ გახდა თუმცა საავადმყოფოში არ გადაჰყავთ

გამოცემა "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გალუნოვი, რომელიც ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. ადვოკატების ინფორმაციით, გამომძიებელი ჟურნალისტი ნაცემია, მას მიღებული აქვს თავის ტრავმა და გადამტვრეული აქვს ნეკნები.

საგამოძიებო იზოლატორთან მობილიზებულია ორი სასწრაფოს მანქანა, თუმცა პოლიციელები ადვოკატებს და უფლებადამცველებს არ აძლევენ ნებას გალუნოვი საავადმყოფოში გადაიყვანონ.

ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტები ქსენია სობჩაკი და ალექსეი ვენედიქტოვი. 

უკვე მეორე დღეა რუსეთის მასშტაბით აქციები იმართება, "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გალუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics