16:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 16:28:46, 1571 ნახვა

სამართალი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 80-დან 8 მონაწილემ ჩააბარა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა.

80 გამოსაცდელიდან გამოცდა რვა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან - მარტივი, საშუალო და რთულიკატეგორიის, დავალებას მოიცავდა.

ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა.

"ტესტური გამოცდა პირველი ეტაპია. არის  ასი შეკითხვა და 75 სწორი პასუხის შემთხვევაში გამოსაცდელს უფლება აქვს გადავიდეს მეორე ეტაპზე. გამოცდის ორივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი,  რაც ნამდვილად კარგია, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და  სასამართლო სისტემას მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს ბევრი კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხონ,  საბოლოოდ კი გამწესდნენ მოსამართლეებად",-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics