2019-06-07 16:15:02, 1289 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა გოცირიძეს: შიდა აუდიტორის ვაკანსია თუ გამიჩნდება, მოგიწვევთ, კარგი პოტენციალი გაქვთ
„ბატონო რომან შიდა აუდიტორის ვაკანსია თუ გამიჩნდება, აუცილებლად, სიამოვნებით მოგიწვევთ, როგორც ვატყობ, ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ და შემართება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეკითხვას, იცოდა თუ არა ნათია თურნავას მოადგილემ, გენადი არველაძემ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის შესახებ.
საპასუხოდ რომან გოცირიძემ კი უპასუხა: „მე კარგი ადვოკატიც ვარ, თუ დაგჭირდათ მომიწვიეთ და შეიძლება დაგჭირდეთ, ასე თუ დამალავთ რაღაცებს“.
შეგასხენებთ, რომ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან