03:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:38:45, 884 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: სიღარიბესთან ბრძოლა და კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია

სასაუბროდ შევარჩიე ორი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ესენია: სიღარიბესთან ბრძოლა და და უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 როგორც თურნავამ აღნიშნა, მზადაა ყველა შეკითხვას პასუხი ამომწურავად გასცეს.

„ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გარდა კონკრეტული სადეპუტატო შეკითხვებისა, მომეცა უფლება, რომ მოკლე ფორმატში მოგახსენოთ ჩვენი უახლოესი პრიორიტეტები და ხედვები. ვფიქრობ საინტერესო იქნება. ვინაიდან ფორმატი იყო შეზღუდული და ეს თავიდანვე ვიცოდით ჩვენ კომიტეტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შედეგად, რასაკვირველია, ამ მოსვლის ფარგლებში, მე არ მომეცემა შესაძლებლობა, რომ სრულად ვისაუბრო ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებზე და თუ კონტრიბუციას ვგეგმავთ ჩვენ უახლოეს პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის მეტი ეფექტიანობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე აუციელებელი იყო გარკვეული პრიორიტიზაცია და მე გაკავეთე შემდეგი პრიორიტეტების არჩევა, რომელიც ყველაზე უფრო საჭირბოროტოა და ვფიქრობ, რომ არამხოლოდ კომიტეტისა და პარლამენტის წევრებს, არამედ მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი ჯგუფის მიმართულება, რაზედაც ჩვენ ვმუშაობთ. პირველი ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა და მეორე პრიორიტეტი, რაც შევარჩიე დღეს, ეს არის მეტი ეფექტიანობა და უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა“,  - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics