05:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 13:14:58, 1421 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: არსებობს წინაპირობები, რის გამოც მიხეილ კალანდიას პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული „ოქროს მოწმის“, მიხეილ კალანდის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.

ადვოკატის განცხადებით, კალანდია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ქვეყნის დატოვება არ უფიქრია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული, არის არაერთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, არ უნდა იქნას მაინც გამოყენებული პატიმრობა, იმიტომ რომ 2017 წლიდან ეს საქმე მიმდინარეობს და მიხელ კალანდიას დარღვეული არ ჰქონია არცერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა“, - ამბობს ადვოკატი ანა კოტეტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics