20:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 11:50:09, 1407 ნახვა

ეკონომიკა
„ბაზისბანკის“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და კომერციული ბანკების თანადაფინანსებით  თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა. 

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. - აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. “

“მოხარულნი ვართ, რომ  დედაქალაქს  კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო შეემატა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იმ დარგის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის - ტურიზმის განვითარებასთან”, - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი გიორგი გაბუნია.

სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნამუშევრები, რაც სასტუმროს განსაკუთრებულ  იერს სძენს.

სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics