2019-06-05 13:29:54, 1745 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ელჩი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.
„მქონდა პატივი, საზეიმო ვახშამზე მემასპინძლა მომეწვია ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერისა და ამერიკელი მაღალჩინოსნებისთვის, რათა მეტად განგვევითარებინა აშშ-ევროპის ისედაც უმნიშვნელოვანესი პარტნიორობა. მობრძანებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და ვიცე-პრემიერს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის და სხვებს - წერს ელჩი გორდონ სონდლენდი „ტვიტრის“ საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან