02:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 23:56:56, 2533 ნახვა

პოლიტიკა
რებეკა ჰარმსი თამარ ხულორდავას: დაუჯერებელია, თბილისი პრაიდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოზიციაა

„დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“, - წერს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად შსს-ს შეუძლებლად მიიჩნია თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა.

რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად, შსს-ს შეუძლებლად მიაჩნია "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა.

რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელმაც თავის მხრივ, ასე უპასუხა ევროდეპუტატს:
„რას გულისხმობთ? საქართველოსთან მიმართებით მსგავსი არაფერია სადარდებელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი დემოკრატიის იმიჯს“.

ევროპარლამენტარი კი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები.

რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, რომელმაც ასე უპასუხა:

​ევროპარლამენტარი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები.

გიორგი თაბაგარი კი ფეისბუკის გვერდზე ხულორდავას პასუხს სამარცხვინოს უწოდებს და წერს:

„ნაცვლად იმისა რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ხულორდავა დაინტერესებულიყო მიმდინარე პროცესებით, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ესაუბრება ევროპელ კოლეგას“.შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ვერ მისცა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და მათ ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics