11:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 12:56:55, 817 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - საბუთების მიღება დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.

მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge  განაცხადების მიიღება მოხდება 2019  წლის 04 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით. საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2019 წლის 18 ივნისს ჩატარდება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:

·                     საკონსტიტუციო სამართალი;

·                     ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

·                     სისხლის სამართალი;

·                     სისხლის სამართლის პროცესი;

·                     სასჯელაღსრულებითი სამართალი;

·                     ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად წარმოსადგენი საბუთები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  http://tcj.gov.ge/ka/news/482/

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics