11:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 18:53:38, 901 ნახვა

საზოგადოება
ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნება

ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნება.

ღონისძიებას დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გალაკონცერტზე 20 ნომერი შესრულდება და სულ საათნახევარი გასტანს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „ცისფერი ტრიო“, სოფო ბათილაშვილი და სტეფანე.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონა - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics