2019-06-03 18:08:56, 1058 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის პირველი ყოველწლიური მოხსენება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე პირველი წლიური მოხსენებით წარდგება.
მამუკა ბახტაძის მოხსენება პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
დოკუმენტი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა, 212 გვერდისგან შედგება.
პრემიერის მოხსენებაში სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეა საუბარი.
ახალი რეგლამენტის თანახმად, პრემიერი პარლამენტის წინაშე მოხსენებით მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა წარდგეს. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს, აღნიშნულს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს. მოხსენების შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური დებატები შედგება.
პრემიერი-მინისტრის მოხსენება იხილეთ აქ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,