|
2015-06-30 23:08:28, 1432 ნახვა
სხვადასხვა
ხარაგაულში 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის სახლი გადაწვეს
ხარაგაულში მეზობლები 20 წლის მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მისივე მეზობელმა მოზარდი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გაგუდა და ხეზე ჩამოკიდა. დღეს კი, დაზარალებულის ოჯახის წევრები, დანაშაულში ბრალდებული 20 წლის ბიჭის ოჯახში მივიდნენ და სახლი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)