|
2019-06-03 14:00:50, 1303 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს
„სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული. „ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჩივარი ნაწილობრივ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)