|
2019-06-03 10:53:09, 827 ნახვა
საზოგადოება
„შეცდომა ვის არ დაუშვია“ - ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს, მანდატის დატოვება გადაიფიქრა. როგორც კოსთავამ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გადაწყვეტილება ამომრჩევლის თხოვნის საფუძველზე შეცვალა. "არავითარი ხელფასი, სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმათ, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე ასე, იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას, ვიღაცა ნანა კოსტავასთვის ასე რატომ გავანერვიულე, ეს მიკვირს მე. ახლა მეორე საკითხი - ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონეო. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ", - განაცხადა ნანა კოსტავამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)