05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 12:12:51, 651 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გოგოლათში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს მივანიჭებთ ეროვნულ კატეგორიას. ჩვენ დავიწყებთ აქ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არამხოლოდ ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს, რასაც თქვენ უყურებთ, აქვს რამდენიმე საუკუნის ისტორია. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics