10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 19:03:53, 1610 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც გავაუქმე, ჩემს მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდებია

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ  სახელმწიფოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა და ამას დღეს გიორგი  ქობულიას საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კომენტარიც ადასტურებს. მინისტრის განცხადებით, ეს არის წინასწარი,  ე.წ. „მიწათსარგებლობის პირობები", რომელიც იმდენად დაბალი რანგის დოკუმენტია, რომ იურიდიულად მტკიცდება არა მინისტრის, არამედ სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით. „მიუხედავად ამისა, უნდა შემდგარიყო ეს კომუნიკაცია და სააგენტოს უფროსს საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე. სწორედ ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე და გავათავისუფლე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დოკუმენტზე დართული  სახელმწიფო მიწის კოდები რეგისტრირებულია მისი მინისტრად დანიშვნამდე. „ის, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მის კომუნიკაციაზე მეტყველებს და  რომელიც ჩემამდეც არსებობდა სამინისტროში. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ - მინისტრებმა უნდა ვიცოდეთ, სად რა ხდება და მსგავსი ფაქტები არ უნდა განმეორდეს" - აღნიშნა თურნავამ  და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც მიწა არ ეკუთვნის ინვესტორს და ეკუთვნის სახელმწიფოს, როდესაც საუბარია  ისეთი რანგის დოკუმენტზე, რომელიც  მტკიცდება არა მინისტრის, არამედ ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს მიერ, აქ საუბარი არ არის საბოტაჟზე და მით უფრო არ არის საუბარი იმაზე, რომ გაიცა ნებართვა. „რას ემსახურება ეს გადაჭარბებული აჟიოტაჟი,  მიჭირს ამაზე პასუხი, უბრალოდ, შემიძლია ვივარაუდო, რომ აქ ადგილი აქვს პასუხისმგებლობების გადაბრალების მცდელობას  იმიტომ, რომ ისევ ვიტყვი, ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლიის პორტი, ამას ადასტურებს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ანაკლიის პროექტს აქვს - ფინანსურად, იურიდიულად, ორგანიზაციულად, პოლიტიკურად. ამ პირობებში კერძო ინვესტორს არ უნდა ჰქონდეს ამ პროექტის შექმნის პრობლემა.  ვის აწყობდა ეს აჟიოტაჟი, რომელიც ისევ ანაკლიის პროექტს აზარალებს?“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics