2019-05-30 22:06:03, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო დაუპირისპირდა.
აქციაზე შეკრებილებს თან აქვთ პლაკატები: "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე", "გადადგეს ნანა კოსტავა", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია". აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ქალაქს წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს.
პროტესტი კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,