09:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 16:45:08, 2036 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა", რომელიც მან უკრაინაში დააფუძნა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ "აპოსტროფთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ პარტია შეუდგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. 

"ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება გვაქვს. როგორც პარტია, წავალთ ამ არჩევნებზე და შევეცდებით დავიცვათ ის ფილოსოფია და პროექტები, რომლის განხორციელება გვინდა, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ჩვენი მომზრეები ჩვენგან ქმედით ნაბიჯებს ელიან", - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა. დღეს ოდესისი ყოფილი გუბერნატორი ვარშავაში ჩაფრინდა, სადაც მას, უკრაინის საელჩოში ახალი პირადობის მოწმობა გადასცეს. პოლიტიკოსი დრესვე კიევში გაემგზავრება. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics