|
2015-06-30 14:30:50, 3120 ნახვა
Lifestyle
‘ფეისბუქზე’ დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია “გააფერადე ჰომოფობი” დაიწყო
‘ფეისბუქზე’ დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია “გააფერადე ჰომოფობი” დაიწყო. კამპანიის ინიციატორების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 'გააფერადე ჰომოფობი' არის დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია, რომელიც საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. გვერდზე ცისარტყელას ფერებში გაფერადებული იმ ადამიანების ფოტოებია გამოფენილი, ვინც ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა. კამპანიაში “გააფერადე ჰომოფობი” მოხვდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)